მარიუპოლის მერმა, ვადიმ ბოიჩენკომ Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთმა ძირი გამოუთხარა ევაკუაციის პროცესს:
„მათ გვთხოვეს, მიგვეცა რუკა, საიდან დაიწყებოდა ევაკუაცია – ჩვენ მათ რუკა მივეცით. გვკითხეს, რამდენი ავტობუსი გვყავდა, ავტობუსების რაოდენობა ვუთხარით. ამის შემდეგ მათ გაანადგურეს და დაანგრიეს ყველა ის ადგილი და გაანადგურეს ჩვენი ავტობუსები…
ქალაქში ჯერ კიდევ 100 000 ადამიანია ჩარჩენილი და „აზოვსტალის“ ფოლადის ქარხანაში მყოფი ჯარისკაცები დანებებას არ აპირებენ.
მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ იმ ადამიანების სიცოცხლე, რომლებიც იქ იმყოფებიან, მხოლოდ ერთი ადამიანის – ვლადიმერ პუტინის ხელშია“
კომენტარები