“აზოვსტალის” გენერალური დირექტორი, ენვერ ცქიტიშვილი, “ფორმულასთან” ამბობს:
„წარმოშობით ქართველი ვარ, მამა დაიბადა ქუთაისში. იქ მყავს ნათესავები. ბავშვობაში ვისვენებდი ხოლმე ქუთაისის ახლოს ერთ ულამაზეს ადგილას.
აზოვსტალის” ტერიტორიას ბატალიონი „აზოვი” არ ტოვებს და არც დატოვებს. ვიდრე „აზოვი” მარიუპოლშია და „აზოვსტალის” ტერიტორიაზეა, მარიუპოლს ვერავინ აიღებს.
„აზოველები” არიან პატრიოტები, მორალის ყველაზე მაღალი კლასის ადამიანები, რომლებიც ყველასთვის მაგალითებად იქცნენ უკრაინაში. „აზოვსტალის” ტერიტორიაზე რუსული ტანკები არ ყოფილან – არცერთი! ტყუილია, რომ იქ რუსული ტექნიკა შევიდა.
სარდაფებში არიან ასევე „აზოვსტალის” თანამშრომლები ოჯახებით. სარდაფიდან გავრცელებულ კადრებში მე ჩემი თანამშრომლები ამოვიცანი. რა კადრებიც ვნახეთ, „აზოვსტალის” დაბომბვის, ეს მძიმე სანახავია. ეს უკრაინელი ხალხის გენოციდია.
ეს თავშესაფრები 1977 წელსაა აშენებული, საყოველთაოდ ცნობილი მაშინდელი წესების მიხედვით და მიწისქვეშ არსებული ყველა ეს თავშესაფარი გათვლილია ატომური იარაღის პირდაპირ დარტყმაზე. ბეტონის ექვსმაგი დამცავი ფენა აქვს. „აზოვსტალში” მიწისქვეშ 36 თავშესაფარია და აქედან 34 კარგ მდგომარეობაშია, ფუნქციონირებადია.
თავშესაფრებში გაყვანილი ვენტილაცია, გვირაბებში ელექტროგაყვანილობა, შესაძლებელია ელექტროენერგიით სარგებლობა, შეტანილია წყალი, საკვები.
24-ში, როცა ომი დაიწყო, გავაჩერეთ ქარხანა ტექნიკურად, რომ არანაირად არ მომხდარიყო ქიმიური გაჟონვა.
„აზოვის” მეომრები თავშესაფარში მყოფი ჩვილებისთვის ღამით გადიოდნენ ქალაქში და საჭირო ნივთები მოჰქონდათ. დღისით იბრძოდნენ, ღამით კი ჩვილებზე ზრუნავდნენ.
ჩემი ქარხნის თანამშრომლები, სასწრაფო დახმარების მანქანებში ისხდნენ და ქალაქში დაჭრილებს აგროვებდნენ. მე მყავს თანამშრომლები, რომლებმაც ოჯახები გაიყვანეს ქალაქიდან და უკან მობრუნდნენ, რომ მოხალისეებად ემუშავათ და ქალაქის მოსახლეობას დახმარებოდნენ.
„აზოვსტალის” ერთმა ჩვეულებრივმა ინჟინერმა 33 ადამიანი გაიყვანა ქალაქიდან, ერთმა დეპარტამენტის უფროსმა – 25 ადამიანი… და ასე.. მერე დაიწყო საჰაერო დაბომბვა.
ეს ფაშიზმე უარესია.
მე როგორც მართლმადიდებელ ადამიანს, მრცხვენია იმისი გაცნობიერება, რომ რუსეთი ჩვენი მოძმე ერი იყო ერთ დროს.
როგორ მოხდა, რომ საკუთარმა ხელისუფლებამ მათი ასე გარყვნა მოახერხა.
ფაშისტები იმას მაინც გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ თქვენზე მაღლა ვდგავართ, თქვენ მეორეხარისხოვანნი ხართ და გაგანადგურებთო.. ესენი გვეუბნებიან – ჩვენ ისე გვიყვარხართ, რომ უნდა დაგბომბოთ, ქვემეხები უნდა გესროლოთ, სარდაფებში უნდა გაცხოვროთ და ასე უნდა “გადაგარჩინოთო”.
კომენტარები