სპორტული ჟურნალისტი, დათო ხვადაგიანი:
“ალიო, ხელისუფლება, მანდ „მაღლა“, ერთმანეთის, თუ თქვენთვის მიუღებელი პირების ჯინაზე, ქვეყნის პრესტიჟს ნუ აყენებთ დარტყმას !!!
ჯერ იყო და მკლავჭიდის მსოფლიოს ჩემპიონატი „დააპაშოლეთ“ ჯაჭვლიანთან (სხვა საქმეა მოგვწონს, თუ არა ეს პიროვნება ვინმეს) კინკლაობის გამო და იმდენი ქენით, რომ ეს დიდი ტურნირი სხვაგან გადაატანინეთ საერთაშორისო ფედერაციას და ჩვენი მკლავჭიდელებისთვისაც 4 წლიანი დისკვალიფიკაცია „გამოაწერინეთ“ დიდი შეჯიბრებებიდან !!!
ეხლა კი 18-წლამდე ხელბურთელ გოგონათა მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელიც 3-14 აგვისტოს საქართველოში უნდა გამართულიყო, აბსურდული საბაბით იუარეთ და ჩრდილო მაკედონიაში გადაიტანა შესაბამისმა ფედედერაციამ !!!
ვერა ხართ მანდ „მაღლა“ კარგად ? რა უბედურებაა ეს „მეს“ წინ წამოწევა და ქვეყნის ამხელა სარგებლის მომტან შეჯიბრებებზე უარის თქმა ???
მიზეზები სრულიად აბსურდული ისმის. ხან ფინანსური პრობლემებიო, ხანაც რეგიონში შექმნილი ვითარებაო !!!
რა ფინანსური, რის ფინანსური ? აკი ეკონომიკის „კოსმიური ზრდა“ გვაქვს და „გავედით ასტრალშიო“ ? ანუ თქვენივე ქმედებით ადასტურებთ, წამყვანი ქვეყნების უმრავლესობა რომ გვყავს უკან მოტოვებული, ეგრე არ ყოფილა სინამდვილეში ?
რეგიონში შექმნილი ვითარება კიდე რა მოსატანია ? რა ვითარება შეგექმნათ ესეთი ? რა, ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციაში დებილები სხედან, გეოგრაფია არ იციან ? და თუ საფრთხე ექმნებოდა ამ მხრივ ტურნირს, თავად ვერ მიიღებდა გადაწყვეტილებას, რომ სხვაგან გადაეტანა თქვენი მიმართვის გარეშე ?
თფუი რა, ვერ გასცდით ამ საკუთარ ცხვირებს, ვერ ახტებით ამ გადაჭარბებულ საკუთარ ეგოიზმს და „უჩემოდ ვითა იმღერეს“ !!!
არ გამოვა თქვენგან ხეირი, არა !!!
ჰო, ზოგ-ზოგიერთები ბადრაგის შესარჩევ კონკურსებს დაესწრონ, რომ ე მანდ მისთვის მიუღებელი კანდიდატურა არ დაინიშნოს როგორმე ამ „მეტად მაღალ თანამდებობაზე“ და მერე სპორტსაც მაგრად მიხედავს, აბა რას იზამს ???”
კომენტარები