ჟურნალისტი, ვახო სანაია:
“ასე დასრულდა ეს ისტორია. გარეჯის დაბრუნებას დაჰპირდნენ ხალხს. ორი ადამიანი ციხეში ჩასვეს, საარჩევნო მიზნებისთვის გასწირეს, ხალხის პატრიოტული გრძნობები სათავისოდ გამოიყენეს და ბოლოს მთელ ქვეყანას სულში ჩააფურთხეს.
სინამდვილეში რა გამოვიდა – რუსეთიდან რუკებით ჩამოსულმა დავით ხიდაშელმა ჯიბეში ჩაიდო ( ეშმაკმა იცის, რეალურად რა მიზნებით და რეალურად ვინ) უზარმაზარი ტერიტორია რაჭა-ლეჩხუმის მხარეში. გადაცემული ადგილები პირდაპირ ესაზღვრება რუსეთის ფედერაციას, ასევე ებჯინება ოკუპირებულ ტერიტორიებს; მანამდე ფასი დაუგდეს ბოლომდე და თბილისის ცენტრში ასევე ხიდაშელს ფაქტობრივად აჩუქეს რიყის დოქები.”
შეგახსენებთ, გამოცემა “მთის ამბების” ინფორმაციით, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში 104 712 ჰექტარი ტყე, 49 წლით, სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად, საქართველოს ხელისუფლებამ შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა“-ს გადასცა, შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკასთვის“ გადაცემული 104 712 ჰექტარი ტყიდან დიდი ნაწილი საქართველო-რუსეთის საზღვართან ძალიან ახლოსაა და რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონსაც ესაზღვრება. შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას“ წილის 100 %-ის მესაკუთრეა შპს „გლობალ ვიქთორი ჯეორჯია“, რომელიც საქართველოში 2017 წლის 15 მარტს არის რეგისტრირებული და მისი მესაკუთრეები დავით ხიდაშელი და მისი შვილი, მარიამ ხიდაშელი არიან. სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად გადაცემული ტყის ფონდის ინვესტორი, უმსხვილესი რუსული კორპორაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, პუტინთან დაახლოებული რუსი ოლიგარქის, ვლადიმერ ევტუშენკოვის პარტნიორი და მეგობარი აღმოჩნდა. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში კომპანია მხარს უჭერდა ყირიმის ანექსიას.
ე.წ. რიყის დოქების მფლობელი კარტოგრაფების საქმის ოქროს მოწმის, ხიდაშელის ოჯახი გახდა
კომენტარები