ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ბუკა პეტრიაშვილი:
“დიდებული, ლეგენდარული მარიუპოლი სასწაულებრივად გმირულად დგას! ჩვენები სთავაზობენ სპეციალურ მოლაპარაკების რაუნდს მარიუპოლში ურდოს, მაგრამ ეშინია ურდოს – პუტინს არ უნდა მშვიდობა, უნდა მხოლოდ ომი და სიკვდილი! მიიღებს კიდეც!
ვერაფერი მნიშვნელოვანი ვერ მიიღო ურდომ ამ 2 თვის მანძილზე! მხოლოდ საკუთარი 22 ათასი მკვდარი, 800-მდე ტანკი, გაცამტვერებული ავიაცია და მძიმე ტექნიკა! უკრაინაში ჩაკვდება “რუსკი მირი”!
ჩერნობაევკაში 17-ე სერია გადაუღიათ! ესეიგი დიდი კონკურენცია გაჩნდა, სად უფრო მეტი გენერალი მოკვდება – ჩერნობაევკაში თუ ხერსონში!
არადა ჯერ მხოლოდ მცირე ნაწილია პარტნიორების მძიმე ტექნიკის შესული! ეს ყველაფერი ფრონტის ხაზზე თუ სადაც საჭიროა რო განლაგდება, გეუბნებით, დაიმახსოვრეთ: ჩვენი დამოუკიდებლობის დღისთვის დედა შვილს მართლა აღარ აიყვანს ურდოში!
მზადდება შეტევა, შეტევა და კიდევ ერთხელ შეტევა!
უკრაინა გაიმარჯვებს!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!”
კომენტარები