ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე:
“კრემლთან დაკავშირებულ რუს ბიზნესმენს, 1 მილიონ ლარად, 49 წლით, მისცეს 104 ათასი ჰექტარი რაჭის ტყე.
კარგად რომ გვესმოდეს, რაჭის ფართობი სულ არის 290,000 ჰექტარი.
რაჭის მესამედი გადაეცა რუსს, დღეში 60 ლარად.
აღმოსავლეთით შიდა ქართლის მოსაზღვრე რაჭის, მესამედი!!!
ოლიგარქია უნდა დასრულდეს!!
შეგახსენებთ, გამოცემა “მთის ამბების” ინფორმაციით, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში 104 712 ჰექტარი ტყე, 49 წლით, სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად, საქართველოს ხელისუფლებამ შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა“-ს გადასცა, შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკასთვის“ გადაცემული 104 712 ჰექტარი ტყიდან დიდი ნაწილი საქართველო-რუსეთის საზღვართან ძალიან ახლოსაა და რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონსაც ესაზღვრება. შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას“ წილის 100 %-ის მესაკუთრეა შპს „გლობალ ვიქთორი ჯეორჯია“, რომელიც საქართველოში 2017 წლის 15 მარტს არის რეგისტრირებული და მისი მესაკუთრეები დავით ხიდაშელი და მისი შვილი, მარიამ ხიდაშელი არიან. სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად გადაცემული ტყის ფონდის ინვესტორი, უმსხვილესი რუსული კორპორაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, პუტინთან დაახლოებული რუსი ოლიგარქის, ვლადიმერ ევტუშენკოვის პარტნიორი და მეგობარი აღმოჩნდა. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში კომპანია მხარს უჭერდა ყირიმის ანექსიას.
კომენტარები