CNN–ის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ემანუელ მაკრონს საფრანგეთის პრეზიდენტად ხელახალი არჩევა მიულოცა. კრემლის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში, წერია:
“გულწრფელად გისურვებთ წარმატებებს თქვენს სახელმწიფო საქმიანობაში, ასევე ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას”
ცნობისთვის, მაკრონმა საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 58,55%-ით გაიმარჯვა. მისმა მემარჯვენე კონკურენტმა მარინ ლე პენმა ხმების 41,45% მიიღო.
კომენტარები