ნორვეგიული პრესის მიხედვით, გარემოს დამცველი ორგანიზაცია Greenpeace–ს აქტივისტებმა ბლოკირება მოუწყვეს რუსული ნავთობის ნორვეგიაში ჩამტან ტანკერს და მოითხოვენ, რომ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციებისადმი მთავრობის მხარდაჭერამ ასევე მოიცვას რუსეთიდან ნავთობის და გაზის მთელი იმპორტი.
ტანკერი Ust Luga ამჟამად გაჩერებულია Exxon Mobil-ის ნორვეგიული დანაყოფის წინ, ოსლოდან 70-მდე კილომეტრის მოშორებით.
Greenpeace აცხადებს, რომ მისი აქტივისტები ადგილზე ჩავიდნენ პატარა ზომის ნავით და შემდეგ თავი მიიბეს ტანკერის ღუზის ჯაჭვზე, იმ მიზნით, რომ დაებლოკათ 95,000 ტონამდე ნავთობის გადმოტვირთვის პროცესი.
კომპანიის, რომელმაც შეისყიდა ნავთობი, Exxon Mobil-ის პრესმდივანმა ნორვეგიის მედიას უთხრა, რომ ნავთობის შეძენაზე შეთანხმება გააფორმა უკრაინაში ომის დაწყებამდე და კომპანია აღარ აპირებს მსგავსი შესყიდვების განხორციელებას.
კომენტარები