ჟურნალისტი, ლალი მოროშკინა:
“როგორ ეჩხირებათ ბიძინა ივანიშვილი ყელში ამ ბობოლა ნაცებს: არახამია, ადეიშვილს და ზელენსკის, ისე რომ აღარც ომი ადარდებთ და აღარც ის, რომ უკრაინა დაქუცმაცდა და განადგურდა.
ახლა თქვენ გეკითხებით “ოცნება”!
თქვენც აღარ განაღვლებთ, რას კადრულობენ ბატონ ბიძინაზე ეს პატარა კაცუნები?
აღარც თქვენ არ გახსოვთ 2012 წელი?
თუმცა ვის ვეკითხები?
ბევრი თქვენთაგანი მაშინ სააკაშვილის გუნდში თამაშობდა, ან საერთოდ ტყემალზე იჯდა…
აი ახლა დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი.
ესეიგი, ეს ამხელა სიძულვილის ნთხევა საქართველოზე ამ ერთი პერსონის გამოა?
ეს ამდენი კაცუნა ამ ერთ ადამიანს ებრძვის?
მაშასადამე საქართველოს დელეგაციის ჩატყუება უკრაინაში ატარებდა მხოლოდ ერთ მიზანს-ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ “ოცნების” გუნდის გადაბირებას.
ვფიქრობ, სუსს საინტერესო სამუშაო ელის წინ, იმის დასადგენად, თუ ვინ რამდენად გაიყიდა ან არ გაიყიდა…
ხომ უნდა ვიცნობდეთ საკუთარ “გმირებს”…
კომენტარები