ეკოლოგი, ყოფილი პოლიტპატიმარი, ბიძინა გიორგობიანი:
,,ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტის კრიტიკა არ შეიძლებაო, ლამის ცენზურა დაუწესებიათ ჭკვიან ბიძიებს. მე უკრაინის გულშემატკივარი ვარ, მწამს მისი გამარჯვების, მაგრამ მწამს კრიტიკულად.
ომის დაწყებიდან მეორე დღეს პუტინის რუსეთთან, სტრატეგიული მოკავშირეობის დამდები, ნავთობით მდიდარი აზერბაიჯანის, რომ კარგად ესმის ზელენსკის და რუსეთთან ომებში 3 ჯერ დამარცხებული საქართველოსი არ ესმის, რომელი ცენზურა დავიცვათ?
ზელენსკი მართლაც კარგად იცავს უკრაინას. მან მოახერხა და რუსეთის მიერ “პროვოცირების გარეშე აგრესიის” განხორციელებამდე შეიკავა მილიტარიზმისაგან თავი (რაც ვერ მოახერხა სააკაშვილმა 2008 წელს), ამ ფაქტორს ყოველთვის აღნიშნავენ უკრაინისათვის ახალი დახმარების გამოყოფისას. ყველაფერი გასაგებია, მაგრამ გაუგებარია რატომ კურირებენ ზელენსკი და არახამია საქართველოს კრიმინალურ ნაცპარტიას, რატომ ცდილობენ შექმნან მომავალში გარედან სახელმწიფო გადატრიალების მოლოდინი საქართველოში? ზელენსკი/არახამიას ფორმულაა – საქართველოს მოქალაქეები მხარს უჭერენ უკრაინას, ხოლო მთავრობა პრორუსულია. თუ კარგად შევხედავთ, მათი “მესიჯები” სწორედ რომ გარედან დაფინანსებული და მხარდაჭერილი მომავალი სამოქალაქო დაპირისპორების წინაპირობაა. არადა როგორც ჯეკპოტს, ისე ელოდებიან ქართველი ნაცისტები გარედან რევოლუციის იმპორტს. აბა სხვა რა დარჩენიათ, არჩევნებს ეგენი ვერ იგებენ და შენობებში შევარდნის მეტი ვერაფერი ისწავლეს ბოლო 10 წელია. ეტყობა არაჟნის კონტეინერის ისტორიაც უფრო საინტერესო დეტალებს შეიცავს, ვიდრე დღემდეა ცნობილი.“
კომენტარები