ჟურნალისტი ვახო სანაია:
,,რა შეურაცხმყოფელია !
ამხელა ისტორიისა და კულტურის ქვეყანა; ამდენ ომგამოვლილი და ბრძოლით დატანჯული ქვეყანა როგორღაც დღემდე მოვიდა; რა არ გავიარეთ, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფო ვყოფილიყავით და ამ კაცმა აქაურობა ვიღაც გადაბიზნესმენებული რუსი ბანდიტებისა და 90-იანი წლებში გამოჩეკილი განგსტერების სათარეშოდ აქცია. ვინ ევტუშენკოვი ? ვინ უზდენოვი ? ვიღაც აფერისტებსა და თაღლითებს ორღობედ აქვთ ქცეული აქაურობა. ივანიშვილი ფიქრობს, რომ ყომარში მოიგო ეს ქვეყანა და ახლა რასაც უნდა, იმას უზამს. ეს თავისი ძველი ძმაკაცებიც ამ ადგილს უყურებენ, როგორც ორღობეს, ძმაკაცის ყანას.
დავწერე და მივხვდი, რომ ერთი პროცენტითაც ვერ გამოვხატე გულისრევის შეგრძნება.“
კომენტარები