“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე:
“საქართველოში სააკაშვილი ჩამოვიდა არა მხოლოდ ხელისუფლების გადატრიალებისთვის, არამედ იმისთვის, რომ დღეს აქ გაჩაღებული ომი ყოფილიყო და ჩვენ ვმდგარიყავით არა პარლამენტის შენობაში, არამედ სადღაც გახიზნული და აქ სააკაშვილის გეგმებით რუსული ტანკები უნდა მდგარიყვნენ. მას მარტივი ინტერესი აქვს, რაზეც დღეს, არისტოვიჩმა ძალიან გულახდად ისაუბრა. არესტოვიჩმა ისაუბრა იმაზე, რაზეც საუბრობენ კიევის კულუარებსა და დერეფნებში. მან პირდაპირ თქვა, რომ სააკაშვილი ომს დაიწყებდა საქართველოში, რასაც მოქმედი ხელისუფლება არ გააკეთებს. ეს პირდაპირ თქვა არესტოვიჩმა და გაამხილა ის, თუ რისთვის ჩამოდიოდა რეალურად საქართველოში სააკაშვილი. ოფიციალურმა კიევმა უკვე არესტოვიჩის პირით აღიარა, რომ “ნაცმოძრაობა” არის “ომის პარტია”. საზოგადოებამ უკვე ძალიან კარგად იცის და გაიგო ორი თვის განმავლობაში, რომ “ნაცმოძრაობა” არის “ომის პარტია”. ომის პარტია იმიტომ არის, რომ ისინი არიან მოღალატეები. ომის პარტიასთან ერთად “ღალატის პარტია” არიან”
კომენტარები