პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი, გუშინ გავრცელებულ ჩანაწერზე (ევტუშენკოვი და ივანიშვილი) და ჩანაწერზე დავით არახამიას კომენტარზე საუბრისას, ტელეკომპანია “ფორმულასთან”, ამბობს:
“დავით არახამიას განცხადებების მსუბუქად შეხედვა არ შეიძლება, რადგან დღეს მსოფლიო პოლიტიკას ქმნის უკრაინის პოლიტიკა და არახამია არ არის უკანასკნელი ადამიანი უკრაინაში. მისი შესაძლებლობები, თუ მას უნდა პრობლემების შექმნა, ან პრობლემების გადაწყვეტა, საქართველოსთან მიმართებაში, არის ბევრად უფრო მაღალი, ვიდრე კობახიძის ბჟუტური. ასე რომ ამას ძალიან სერიოზულად უნდა შევხედოთ.
არ მიხარია ნამდვილად, იმიტომ რომ ნებისმიერი პრობლემა, რომელიც ხელისუფლებას ეხება, გადადის სახელმწიფოზეც.
რაც შეეხება სადამდე შეიძლება ეს ყველაფერი მივიდეს – მაქვს მთავარი კითხვა, ჩემთვის, ადამიანისთვის, ვინც აანალიზებს ამ სიტუაციას – ვინ არის წყარო ამ ჩანაწერის (ევტუშენკოვი და ივანიშვილი), ვის შეეძლო ეს ჩაეწერა? მე ვფიქრობ, მხოლოდ შეერთებული შტატების დაზვერვას. წყარო შეიძლება იყოს მხოლოდ შეერთებული შტატების დაზვერვა. და სუს–სგან განსხვავებით, იქედან კი არ დაფრინავს.. ისინი გაჟონვას აკეთებენ შეგნებულად. თუ ეს ესეა, მაშინ სერიოზულად ყოფილა საქმე. თუმცა, ვერაფერს გამოვრიცხავ, შეიძლება ჩვენ გვყავს აგენტი “ცეერუში” და იმან გამოიტანა. ”
კომენტარები