პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი, გუშინ გავრცელებულ ჩანაწერზე (ევტუშენკოვი და ივანიშვილი) და ევტუშენკოვის დღევანდელ კომენტარზე საუბრისას, ტელეკომპანია “ფორმულასთან”, ამბობს:
“როგორც ჩანს ამ ჩანაწერის ავთენტურობა დასტურდება, კობახიძეც კი არ უარჰყოფს რომ შესაძლოა საუბარი შემდგარიყო. რაც შეეხება დეტალებს, ძნელია საუბრიდან გამოტანა დასკვნის, ბიზნესზე, თუ რაზეა საუბარი. აქ უფრო მნიშვნელოვანია პრემიერ–მინისტრის მონაწილეობა, ფორმალურად ის ხელმძღვანელობს სახელმწიფოს. ეს აგდებული დამოკიდებულება მის მიმართ ივანიშვილის მიერ, პირველად არ მოგვისმენია, ვიდეო გვაქვს ნანახი, სადაც ხელის ბიჭად მოიხსენიებს, დავარბენინებდი რაღაცეებზეო და ეს არ უნდა გაგვკვირვებოდა. პრემიერ–მინისტრი ვალდებულია ისაუბროს ასეთი შეხვედრა იყო, თუ არა, რაზე იყო საუბარი და რამდენად ჯდებოდა ეს ყველაფერი კანონის ფარგლებში. სახელმწიფოებრივად ეს არის მნიშვნელოვანი.
რად უნდა არაფორმალურ მმართველობას ასჯერ დადასტურება, ვიცით, რომ ასეა, ხომ არ შეიძლება ყოველ ჯერზე გაგვიკვირდეს ის, რაც უკვე ვიცით? ვიცით, რომ არის არაფორმალური მმართველობა, რომ ღარიბაშვილი არის უბრალოდ სტატისტი, მის კაბინეტზე აწერია პრემიერ–მინისტრი, მაგრამ ის არაფერი არ არის. ეს ვიცით, მოცემულობაა, ამას 100–ჯერ დავადასურებთ, თუ 99–ჯერ, ამას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, ან ვეგუებით ამ რეალობას, ან არ ვეგუებით. რამდენჯერ ბიძინა ივანიშვილის სახელი გამოჩნდება, იმდენჯერ ვისაუბროთ, რომ აი, თურმე არაფორმალური მმართველობა ყოფილა – არასერიოზული ვჩანვართ ჩვენც. ერთადერთი რაც უნდა მოვითხოვოთ, განმარტებები პრემიერ–მინისტრისგან, არა კობახიძის ბჟუტური, არა ხიდაშელი… ვის აინტერესებს ახლა ხიდაშელს ღორების ფერმა აქვს, თუ ღვინის ბიზნესს აპირებს? ღმერთმა ხელი მოუმართოს, კაცო, თუ ბიზნესმენია, რუკები არ უნდა ეტარებია და ქვეყანა რისკის ქვეშ არ უნდა დაეყენებია ამ სპეკულაციური სქემით, თორემ, ახლა უნდა ღორებზე უნადირია და უნდა იხვებზე.”
სანქციების გვერდის ავლის გეგმა – ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის საუბრის სავარაუდო ჩანაწერები – აუდიო
ევტუშენკოვი ადასტურებს, რომ ღარიბაშვილი უზდენოვს მარტში შეხვდა – დეტალები
ვის აქვს ევტუშენკოს ვალი 100 მილიონი დოლარი და რატომ შეხვდა ხიდაშელი უზდენოვს? – დავით ხიდაშელი
კომენტარები