გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების მინისტრი, ჯეიმს ჰიპი აცხადებს, რომ უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე დარტყმები „სრულიად ლეგიტიმურია“ და იგი ემსახურევა ” იმ მომარაგების ჯაჭვის გაწყვეტას”, რომელიც ხელს უწყობს სიკვდილსა და სისხლისღვრას უკრაინაში. ჰიპი მიიჩნევს, რომ მტრის ტერიტორიაზე პრევენციული დარტყმების განხორციელება ომის ნაწილია.
ამავე დროს, მისი აზრით, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ამ დარტყმებს ფაქტობრივად კიევისთვის იარაღის მიმწოდებელი დასავლეთის ქვეყნები ახორციელებენ.
უკრაინის დარტყმებს რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე “აბსოლიტურად ლეგიტიმური” უწოდა “მომარაგების ჯაჭვების გაწყვეტის მიზნით, რაც წინააღმდეგ შემთხვევაში პირდაპირ ხელს უწყობს სიკვდილსა და სისხლისღვრას უკრაინულსა და დედამიწაზე. ”
დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიდი ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ ახალ ეკონომიკურ სანქციებს აწესებს. კერძოდ, ლონდონი კრძალავს ნებისმიერი სახის ტექნოლოგიებისა და საქონლის ექსპორტს, რომელიც რუსეთმა შესაძლოა უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენოს.
ცნობისთვის, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა გუშინ განაცხადა, რომ პუტინს უნდა ახსოვდეს, ბრიტანეთის სამეფო ფლოტს ბირთვული შესაძლებლობის გამოყენება შეუძლია:
“პირველი, რაც კოლეგებს უნდა შევახსენოთ, არის ის, რომ NATO არის ბირთვული ალიანსი. ბრიტანეთს, ამერიკასა და საფრანგეთს, რა თქმა უნდა, აქვთ ბირთვული იარაღი და ეს პირველ რიგში არის მისი (ვლადიმირ პუტინის) ძლიერი შემაკავებელი… ახლა, სადღაც, წყლის ქვეშ ჩვენი სამეფო ფლოტის მამაცი კაცები და ქალები მშვიდად არიან და შეუძლიათ ბირთვული ძალის გამოყენება, თუ საჭირო გახდება ამ სამეფოსა და NATO-ს დასაცავად. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მას (პუტინს) ეს არ დაავიწყდეს”.
კომენტარები