ეპიდაფეთქებაა ასპინძის მუნიციპალიტეტში, სადაც ყირიმ-კონგოს ცხელება 3 ადამიანს დაუდასტურდა – ინფორმაციას “მთავარი არხი” “სამხრეთის კარიბჭე”–ზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ პაციენტები თბილისის კლინიკების რეანიმაციულ განყოფილებებში მკურნალობენ. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
ასპინძის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ყირიმ-კონგოს ორი შემთხვევა სოფელ ორგორაში გამოვლინდა, დაავადებულია ორი შუახნის ქალი. ერთი მკურნალობის კურსს თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადის, მეორე კი ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი.
ყირიმ-კონგოს მესამე შემთხვევა დაბა ასპინძაში გამოვლინდა, დაავადებულია 30 წლამდე მამაკაცი, ისიც ბოჭორიშვილის კლინიკაში მკურნალობს.
კომენტარები