25 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ ზურა მახარაძე აღარ არის “ალტ-ინფოს” პარტიის თავმჯდომარე და “კონსერვატიული მოძრაობის” თავმჯდომარის პოსტზე ის მისმა თანაგუნდელმა გიორგი ქარდავამ შეცვალა. 25 აპრილსვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაპირისპირება ზურა მახარაძესა და კოკა მორგოშიას შორის ფულის გამო მოხდა, თუმცა, კოკა მორგოშიამ ფაქტი კატეგორიულად უარჰყო.
ზურა მახარაძე, რომელიც მარტის შუა რიცხვების შემდეგ არ ჩანს, 26 აპრილს, ალტ-ინფოს ეთერში გამოჩნდა და თქვა:
“მედიებმა აიტაცეს და ამბობდნენ მოსკოვში [წავიდაო]. ნუ, რავი, თუ გადავწყვეტთ მოსკოვში წასვლას, ვიტყვით – რავი, რა პრობლემაა?.. ფაქტია, რომ აქ ვარ და აქ ვიყავი, საზღვრის კვეთა შეუძლიათ გადაამოწმონ…
ვიცი, ჩვენს მხარდამჭერებსაც აინტერესებთ. მთელი აღდგომის მარხვა მე ვიყავი მონასტერში, რეალურად, ძალიან მჭირდებოდა ეგ თემა, იმიტომ, რომ საკმაოდ რთული პერიოდი იყო პირადად ჩემთვის. ჯერ მამაჩემი გარდაიცვალა, შემდეგ ჩემი არასწორი ქმედებებიდან გამომდინარე ოჯახი დამენგრა, რასაც ახლაც ძალიან ვნანობ. ამ რთული პერიოდის დროს ბიჭებს [თანაპარტიელებს] ვთხოვე, ფაქტობრივად, გადამეფარნენ, ძალიან მძიმე პერიოდში მეც მომიწია წასვლა…”
არ ამბობს, რომელ მონასტერში იყო, რადგან ჟურნალისტებმა მამაოები არ შეაწუხონ.
შეგახსენებთ, 13 მარტს შემდეგ, ზურაბ მახარაძე არ გამოჩენილა, მან ბოლო ვიდეომიმართვაში განაცხადა:
“როგორც ხედავთ, მიდის მსოფლიოს გეოპოლიტიკური გადანაწილების პროცესი, იმისათვის, რომ საქართველო გადარჩეს, ჩვენც, როგორც “ალ-ინფოს” ისე, “კონსერვატიულ მოძრაობას” სხვა ტემპებზე გვიწევს გადასვლა, აქედან გამომდინარე, მე, თვე, ალბათ, მეტი ხანი მომიწევს სხვა ფორმატში მუშაობა, უშუალოდ ადგილზე.”
12 აპრილს კი გავრცელდა წერილი ზურაბ მახარაძის სახელით, რომელსაც მისმა გუნდა ყალბი უწოდა.
ახალი თავმჯდომარე და პარტიის ახალი სახელი – ვინ ჩაანაცვლა ზურაბ მახარაძე
(ვიდეო) – “მომიწევს ადგილზე მუშაობა” – სად გაემგზავრა ზურაბ მახარაძე?
კომენტარები