“ქართული ოცნების” დეპუტატის, ირაკლი ქადაგიშვილის აზრით, ის, რომ ვინმეს ოფშერულ კომპანიაში წილი აქვს, არ ნიშნავს, რომ სანქციების გვერდის ავლას ცდილობს. ასე გამოეხმაურა ის “საერთაშორისო გამჭვირვალობის” კვლევას
“ის რომ ვიღაცას რაღაცა ოფშორში რაღაცა წილი აქვს, არ ნიშნავს ეს რომ ის რაღაცნაირად სანქციების რეჟიმის გვერდის ავლაშია და რაღაცა. მითუმეტეს, ეს ყველაფერი საერთოდ ომი სანამ დაიწყებოდა და რაიმე სანქცია გამოიცემოდა, მაშინდელი მონაცემებია. აქედან გამომდინარე, აქ ხდება ჩვეულებრივი მანიპულირება, ამ მანიპულაციებით უნდათ რამენაირად ქვეყანა დააზიანონ”, –თქვა ირაკლი ქადაგიშვილმა.
კომენტარები