3 დაჭრილი და 1 მოკლული, სისხლიანი გარჩევა თბილისში “დირსის” დასახლებაში მოხდა.
თვითმხილველების თქმით, მკვლელობას წინ სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა, თუმცა რა გახდა ამის მიზეზი, უცნობია.
“მთავარი არხის” ინფორმაციით, სისხლიან გარჩევაში ათამდე პირი მონაწილეობდა, რომლებმაც მიმალვა მოახერხეს. სასტიკი ანგარიშსწორების ადგილზე ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და ექსპერტკრიმინალისტები მუშაობენ.
კომენტარები