ლარი დოლართან 1.49 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან – 1.07 თეთრით გამყარდა. 27 აპრილის ბოლოს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 3.0517 ლარია, ერთი ევროსი კი – 3.2366 ლარი.
შეგახსენებთ, რომ 9 მარტს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის გასამყარებლად სავალუტო რეზერვებიდან 39 570 00 დოლარი გაყიდა. მას შემდეგ, ლარი დოლართან 35 თეთრით, ხოლო ევროსთან – 45 თეთრით გამყარდა. იქამდე, ორი კვირის მანძილზე ეროვნული ვალუტა ჯამში 40 თეთრით გაუფასურდა.
იანვარ-თებერვლის რამდენიმე კვირის განმავლობაში ლარს გამყარების ტენდენცია ჰქონდა, რასაც თიბისი კაპიტალი ზომიერად ოპტიმისტურს უწოდებდა და სამომავლოდ მის გაუფასურებას უფრო მეტად პროგნოზირებდა, ვიდრე კიდევ უფრო მეტად გამყარებას.
კომენტარები