“ენმ”-ის წევრი, რუსუდან ცირეკიძე:
“გიგა ბოკერია ნუ თავხედობ და ნუ დემაგოგობ ანუ ნუ ქოცობ…
ბევრი ვწერე მაგრამ წავშალე.
სამი შეკითხვა მაქვს მხოლოდ:
სად ნახე და მოისმინე ეს ” გზავნილები” გიგა? რაზე შეგვატყვე პარტიას და მის მხარდამჭერებს, რომ წინააღმდეგობის შეწყვეტას ვაპირებთ? ან ჩვენზე დიდ წინააღმდეგობას ( რაოდენობრივად და ინტენსივობითაც) ვინ უწევდა და უწევს რეჟიმს?
ბოლოს პარკეტიდან როდის გადმოსრიალდი გიგა?
მეორე- როდის აქეთ გახდა პუტინისტური ეს რეჟიმი შენთვის?
აკი მხოლოდ შემთხვევით დროსა და გარემოში , ემთხვეოდა ერთმანეთს რუსული და ივანიშვილის ინტერესები?
და მესამე შეკითხვა- “პროპუტინისტურ რეჟიმთან ” ასე მგზნებარე მებრძოლს რატომ არ გერჩის ეს რეჟიმი?
ჯადო გაუკეთე ივანიშვილს?
——————————
“როგორც კი ჩვენ მოვისმენთ მისი პოლიტიკური პარტიისგან ამ გზავნილს, ან თუნდაც მისგან, (თუმცა იგი ციხეშია, და ნაკლებად შეიძლება პასუხი მოთხოვო) – რო იცი რა, თუ სააკაშვილს გაათავისუფლებთ, მაშინ შედგება რაღაცა კოლაბორაცია ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, მოიხსნება საკითხები ან თვითონ გავა პოლიტიკიდან, როგორც თავად თქვა და მისი პარტია შეწყვეტს წინააღმდეგობას, ეგ გზავნილი სრულ წინააღმდეგობაშია იმასთან, რომ პუტინისტური რეჟიმი გვყავს .
თუ თვლიან, რომ პუტინისტური რეჟიმია როგორ შეწყდება დაპირისპირება, თუნდაც სააკასვილი არ იყოს პატიმარი.
რა, სანამ სააკაშვილს დაიჭერდნენ ან რომ ვერ დაეჭირათ ან რომ არ ჩამოსულიყო, მაშინ ეს რეჟიმი არ იქნებოდა საფრთხე საქრთველოსთვის?
ასეთი წინააღმდეგობები
ყველა კომუნიკაციისას საერთაშორისო ასპარეზზე თუ ქვეყნის შიგნით ახეირებს ამ ავტორიტარულ რეჟიმს.
მესმის მძიმე მდგომარეობაა ფსიქოლოგიურად და არამარტო, მაგრამ მძიმე ტყუილის თქმა, ქართული ოპოზიციური არხებით კონკურენციაში შესვლა ვინ უფრო მოაწონებს თავს ციხეში მჯდომ სააკაშვილს და მისი მომხრეების აქტიურ ნაწილს- მე უფრო მეტი ვილაპარაკე ამაზე და
მე მხოლოდ მის საკითხზე ჩავატარებ ბრიფინგებსო, არის კარგ შემთხვევაში თავის მოტყუება და ცუდ შემთხვევაში ფარისევლობა. “
კომენტარები