“უკრაინისა და სხვა ქვეყნების იარაღით გატენვის ტენდენცია არის ის, რაც საფრთხეს უქმნის კონტინტენტის უსაფრთხოებას და იწვევს არასტაბილურობას”. – თქვა კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიზ თრასის გამოსვლის საპასუხოდ.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ თრასმა თქვა, რომ მსოფლიომ უნდა ისწავლოს გაკვეთილი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებისგან, აღარ “დაუშვას მსგავსი შეცდომა”, ამიტომ საჭიროა, უკრაინასთან ერთად გაძლიერდეს საქართველოსა და მოლდოვას სამხედრო დახმარება. ამასთანავე, მან ხაზი გაუსვა, რომ არასწორია, ქვეყნებმა უკრაინისთვის მძიმე იარაღის მიწოდებაზე უარი რუსეთის პროვოცირების შიშით თქვან, რადგან “უმოქმედობა ყველაზე დიდი პროვოკაციაა”.
კომენტარები