ასოცირებული პროფესორი, ბექა კობახიძე:
“დღეს რომ კინოს ცენზურის შესახებ გვაუწყეს, მაინც შეგახსენებთ, 2005 წელს რუსთაველის თეატრის სცენაზე დაიდგა რობერტ სტურუას სპექტაკლი, ლაშა ბუღაძის პიესის მიხედვით – “ჯარისკაცი, სიყვარული, დაცვის ბიჭი და პრეზიდენტი”.
ხელისუფალს ეს არ ეამა, მაგრამ სპექტაკლი დაიდგა და არც სტურუას კარიერა დასრულებულა.
ყველაზე გიჟი ანტინაცი, მაგრამ სინდისიერი ქოციც ვერ იტყვის რომ იმ სისხლიან ცხრა წელში წულუკიანის მასშტაბის რეპრესიები გაეტარებინოს ვინმეს კულტურის სფეროში.
უსინდისო ქოცი ყველაფერს იტყვის და ეს ხალხია იმ ცხრა წელში რეპრესიებს რომ ლანძღავს, მაგრამ წულუკიანს ტაშს უკრავს.
რატომ? იმიტომ რომ ამ ხალხს არც რეპრესიები და საერთოდ არაფერი აინტერესებს, საკუთარი სტომაქის გარდა.”
კომენტარები