პარტია “საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს წევრი, ნათია მეზვრიშვილი:
“არსეტოვიჩის განცხადებით აღფრთოვანებულებს მინდა ვუთხრა: არაფერია სასიხარულო იმაში, სხვა ქვეყნის მაღალჩინოსანი შენი ქვეყნის მთავრობას (რაც არ უნდა ფსკერზე იყოს დაშვებული ოცნებასავით) ყურცქვიტას რომ ეძახის (რაც არ უნდა მართალი იყოს).
ასეთი განცხადებები (მიუხედავად მისი შინაარსის სისწორისა), ხელს არ უწყობს საქართველო-უკრაინის ურთიერთობებს, რომელიც ოცნებამ ფსკერს ქვემოთ ჩაიყვანა, ომში მყოფ უკრაინაზე თავდასხმის და რუსეთის სიამოვნების პოლიტიკით. რაც მთავარია, ასეთი განცხადებები მხოლოდ აძლიერებს ოცნების ანტიუკრაინულ (და შესაბამისად ანტიდასავლურ) პროპაგანდას.
უკრაინა უკვე 2 თვეა სისხლით იბრძვის, მათ შორის, ჩვენი თავისუფლებისთვის. ამ ფონზე, ოცნებამ ომში მყოფი პარტნიორის მიმართ უკადრებელი იკადრა. ამიტომ, რეაქციები არ უნდა გაგვიკვირდეს. ყველა ასეთ მორალურად გამართლებულ, მაგრამ ქართველი ხალხისთვის უსიამოვნო განცხადებაზე, პასუხისმგებელი პირველ რიგში, ოცნებაა. ეს კარგად უნდა დავიმახსოვროთ და არესტოვიჩზე ბრაზით დაბრმავებულებმა ოცნების გათეთრება არ დავიწყოთ.”
კომენტარები