ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე:
“როგორი სასაცილოა 21-ე საუკუნის იმ ქვეყანაში, თავი რომ ევროპულად წარმოუდგენია, ფილმის დაპატიმრება, იმდენად სასაცილო, რომ ვერც ვღშფოთდები. ერთი, რომ კარგი დოკუმენტური ფილმები ბათინკებით ჯლაგა-ჯლუგი არასდროსაა ვინმეზე, ისინი უბრალოდ ასახავენ ფაქტებს და მეორე, ამ ხეების ცურვა ჩვენი თვალით არ გვინახავს, თუ ამ ფილმში ვნახავდით პირველად? დასამალი ნეტავ რა იყო? სულ არ მიყვარს ფილმები იმ “ნამდვილ ამბებზე”, რომლისაც თვითმხილველი ვარ, მაგრამ რათქმაუნდა, დაპატიმრებული ფილმი ინტერესს აძლიერებს და მოზარდობის აღმაფრთოვანებელი თავგადასავალივით, სადაც ვიპოვი, “ჩუმჩუმად” ვნახავ. ნანა ჯანელიძის მსგავსი პროფესიონალები კი, ზოგი თუ გამოყარეს და ზოგიც ნებით ტოვებს კინოაკადემიას, ვინღა რჩება, საინტერესოა?”
კომენტარები