სურსათის ეროვნული სააგენტო აფრთხილებს და მოუწოდებს მომხმარებლებს, რომ თუ მათ შეძნილი აქვთ Ferrero-ს მიერ წარმოებული პროდუქციის კონკრეტული სეგმენტი, არ გამოიყენონ.
“სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 28 აპრილს, ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატის (DG SANTE) ევროპის კომისიის RASFF-ის სწრაფი განგაშის სისტემით მიიღო ახალი შეტყობინება, ბელგიაში, Ferrero-ს მიერ წარმოებული სხვადასხვა დასახელების შოკოლადის პროდუქტის Salmonella Typhimurium-ით სავარაუდო დაბინძურების შესახებ.
“საგანგაშო შეტყობინებაზე” თანდართული დოკუმენტების თანახმად, საქართველოში შპს “ბიდი კომპანის” მიერ იმპორტირებულია შემდეგი პროდუქტი:
1. KINDER SCHOKOBONS, აღწერილობა: SCHOKOBONS KINDER SCHOKOBONS G125X16 HANGING BAG GEORGIA&AZER,
პარტიის №L089RZ-/01, ვარგისიანობის ვადა: 10.11.2021, რაოდენობა: 218 კგ.
პარტიის № L167RZ-/01, ვარგისიანობის ვადა: 27.01.2022, რაოდენობა: 871 კგ.
პარტიის № L201R03/01, ვარგისიანობის ვადა: 02.03.2022, რაოდენობა: 54 კგ.
2. KINDER SORPRESA MAXI, აღწერილობა: KINDER SORPRESA MAXI KINDER SORPRESA MAXI K2,5X12 PIECE CHRISTMAS,
პარტიის № L301R03/09, ვარგისიანობის ვადა: 25.07.2022, რაოდენობა: 411კგ.
3. KINDER SCHOKOBONS, აღწერილობა: SCHOKOBONS KINDER SCHOKOBONS G125X16 HANGING BAG BASE,
პარტიის № L017L03/01 ვარგისიანობის ვადა: 14.09.2022, რაოდენობა: 435კგ.
პარტიის № L038L03/01, ვარგისიანობის ვადა: 05.10.2022, რაოდენობა: 218კგ.
პარტიის № L245R03/01, ვარგისიანობის ვადა: 30.04.2022, რაოდენობა: 218კგ.
პარტიის № L266R03/01, ვარგისიანობის ვადა: 21.05.2022, რაოდენობა: 653კგ.
პარტიის № L294R03/01, ვარგისიანობის ვადა: 18.06.2022, რაოდენობა: 435კგ.
პარტიის № L299R03/01, ვარგისიანობის ვადა: 23.06.2022, რაოდენობა: 218კგ.
პარტიის № L326R03/01, ვარგისიანობის ვადა: 20.07.2022, რაოდენობა: 218კგ.
პარტიის № L342R03/03, ვარგისიანობის ვადა: 05.08.2022, რაოდენობა: 204 კგ.
პარტიის № L349R03/05, ვარგისიანობის ვადა: 12.08.2022, რაოდენობა: 14კგ.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შესაბამისი ღონისძიებები უკვე დაიწყო – იმპორტიორ კომპანიას დაავალა კონკრეტული პარტიების რეალიზაციიდან ამოღება ან/და ბაზარზე უკვე განთავსებულის ამოღება/გამოთხოვა, დასაწყობება, რაოდენობის აღრიცხვა და გატარებული ქმედებების თაობაზე სააგენტოს დაუყოვნებლივ ინფორმირება. ამავდროულად, ბიზნესოპერატორთან ტარდება არაგეგმური ინსპექტირება.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს თუ შეძენილი აქვს პროდუქცია დასახელებული პარტიებიდან არ გამოიყენოს.
ევროპაში – დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, ბელგიასა და სხვა ქვეყნებში სალმონელას ასობით შემთხვევა დაფიქსირდა, განსაკუთრებით 10 წლამდე ბავშვებში, რაც, სავარაუდოდ, დაკავშირებულია Ferrero-ს მიერ წარმოებული სხვადასხვა დასახელების „ქინდერის“ შოკოლადის პროდუქტის Salmonella Typhimurium-ით დაბინძურების ფაქტთან. აღნიშნულთან დაკავშირებით განხორციელდა სურსათის სხვადასხვა ქვეყნის ბაზრიდან გამოთხოვა, რეალიზაციის აკრძალვა და მომხმარებელთა ინფორმირება,”-ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კომენტარები