დღეს ოზურგეთის საკრებულოში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება იყო. საკრებულოს თანამშრომლების თქმით, მათ უმიზეზოდ ათავისუფლებენ და ეს პოლიტიკური წმენდაა, რადგან მათ ხმა მისცეს ქართულ ოცნებას, მაგრამ არ მისცეს ხმა ავთანდილ თალაკვაძეს და ხმა მისცეს წინა მერს, რომელიც დამოუკიდებელ კანდიდატად იყრიდა კენჭს. მედიაში ვრცელდება დაპირისპირების ამსახველი ვრცელი ვიდეოც, სადაც ქალბატონი, რომელიც აქტიურობს, აპროტესტებს ბიძინა ივანიშვილის ხსენებას და ამბობს – არ გაბედოთ ივანიშვილის ხსენება.
“ენმ”–ის წევრი საკრებულოდან, თათია ნიკოლაშვილი, ავრცელებს ვიდეოს და წერს:
“ქვეყანა გაძარცვეს, რუსეთს აბარებენ სამშობლოს, კრემლის პოლიტიკას ატარებენ, საკუთარ თანაქალაქელებს სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებენ, ოზურგეთელების ცხოვრება გაუსაძლისია და თუ ამაზე ხმას ამოიღებ ისტერიკაში ჩავარდებიან, სახეს დაკარგავენ და ლამის ძალადობაზე გადმოვიდნენ … სამწუხაროა რომ დღეს ჩემს კოლეგად წოდებულმა ქალბატონმაც და კაცებმაც სახე დაკარგეს…”
კომენტარები