პოლიტიკოსი, გედი ფოფხაძე, “ფორმულას” ეთერში ამბობს:
“2017 წელს ქართული ოცნების რაიონულმა ორგანიზაციებმა მიიღეს ასეთი დავალება – გამოვლინდეს ქართული ოცნების მომხრეებს შორის, ადამიანები, რომლებიც ცუდს წერენ პუტინზე და მოხდეს ამ ადამიანების განეიტრალება (მათთან საუბარი, მუშაობა), რომ მათ პუტინზე ცუდი არ დაწერონ. ეს დავალება გასცა ქართული ოცნების ცენტრალურმა ოფისმა.”
კითხვას, ვინ ასრულებს დავალებებს, გედი ფოფხაძე ასე პასუხობს:
“სუსი, ძირითადად. გაიცა ბრძანება… ვინც წერს ისინი გამოავლინეთო…
ის ხალხი ვინც ზელენსკის აგინებს, მათ შორის, ჩვენი მთავრობის წარმომადგენლები, ერთ ცუდს თუ იტყვიან პუტინზე? პარტაქტივის დამუშავება მიდიოდა 2017 წლიდან. ეს ხალხი დასაქმებული ხალხია, შეუძლიათ პარტიის ოფისში დაიბარონ, უხსნიდნენ, რომ პარტიის პოლიტიკაა. მე მაგ დროს უკვე დისტანცირებული ვიყავი პარტიიდან.”
კომენტარები