უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალ TIME-ის კითხვას, როგორ შეიცვალა ომის დაწყების შემდეგ, ასე უპასუხა:
„დავბერდი, გონებრივად, მორალურად დავბერდი.
მორალურად აბსოლუტურად მტკიცე ვარ, თუმცა, დავბერდი მთელი ამ “სიბრძნისგან”, რომელიც არასდროს მსურდა. ეს ის სიბრძნეა, რომელიც უკავშირდება დაღუპული ადამიანების რაოდენობასა და რუსი ჯარისკაცების მიერ ჩადენილ წამებებს. არასდროს მქონია ასეთი ცოდნის მიღების მიზანი“
კომენტარები