არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივას“ წევრებმა ბათუმში, პროკურატურის შენობასთან აქცია გამართეს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი პროკურორობის კანდიდატად ირაკლი შოთაძის წარდგენას აპროტესტებენ. „სიმბოლურად საკენკი მოვიტანეთ, რადგან ხელისუფლება ისევ ცდილობს, დაგვიყაროს საკენკი, რომელსაც ხალხი აღარ აიღებს, ამიტომ შეუძლიათ, ეს საკენკი თავად მიირთვან“, – აცხადებს აქციის მონაწილე ხათუნა ბერიძე. შეგახსენებთ, გენერალური პროკურორის თანამდებობაზე 17 კანდიდატია წარდგენილი. მათ შორის არის ყოფილი გენპროკურორი ირაკლი შოთაძე.
კომენტარები