სომხეთის ოპოზიციამ დღეს ფართომასშტაბიანი, პერმანენტული აქციების გამართვის შესახებ განაცხადა. ერევანში აქცია დილიდან მიმდინარეობს.მათი მოთხოვნა უცვლელია – გადადგეს სომხეთის მოქმედი ხელისუფლება. გავრცელებული ინფორმაციით, ერევანში, საფრანგეთის მოედანზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 189 პირი დააკავეს.
ოპოზიციის მტკიცებით, სომხეთის ამჟამინდელი ხელისუფლება აზერბაიჯანთან მთიანი ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით დათმობებზე წასვლას აპირებს. სწორედ ამიტომ მოითხოვენ ისინი ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას.
დილიდან ერევანში გადაკეტილია 10-ზე მეტი ქუჩა. ოპოზიციის მხარდამჭერები ცდილობდნენ ბარიკადების აგებას. პარალელურად, სომხეთის პოლიციამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ სომხეთის დედაქალაქის ქუჩებში მოძრაობა აღდგენილია. სომხეთის შსს-ში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის ყველა გზა გადაადგილებისთვის ღიაა.
კომენტარები