სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მონაცემებით, 2021 წელს საქართველოდან 99 ათასი ადამიანი წავიდა, რომელთაგან 80 ათასი საქართველოს მოქალაქე იყო. ისინი საზღვრებს გარეთ ძირითადად სასტუმროებში დამლაგებლად, მზარეულებად, მძღოლებად, ან მშენებლობაზე არიან დასაქმებული.
მოსახლეობის მასიური გადინების მთავარ მიზეზად ეკონომისტები შემდეგ გარემოებებს ასახელებენ. ესენია მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა, სამუშაო ადგილების არაარსებობა, დაბალი ანაზღაურება და ინფლაციის მაღალი დონე
სწრაფად იზრდება ინფლაციია, რომელიც 4-ჯერ აღემატება მიზნობრივ მაჩვენებელს. ეს ხდება იმ რეალობაში, როცა ჩვენი მოქალაქეების შემოსავალი ან არ გაზრდილა, ან პირიქით, შემცირდა კიდეც. ეს ფაქტორი აღმოჩნდა უმთავრესი, რამაც გამოიწვია ემიგრაციის მაღალი დონე. -ა მბობს ეკონომისტი პაატა ბაირახტარი.
ამასთან სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში დარჩენილი მოსახლეობა 3 მილიონ 688 ათას ადამიანს შეადგენს, რაც გასულ წელთან შედარებით 1 %-ითაა შემცირებული.
აღსანიშნავია, რომ საქართველოდან წასული ადამიანები არჩევანს პოლონეთზე აკეთებენ, თუმცა რუსეთ-უკრაინის ომის გამო იქ სამუშაო ადგილების სიმცირე აღინიშნება.
კომენტარები