პარლამენტისთვის დღეს წარდგენილ ახალ კანონპროექტში გაჩნდება ჩანაწერი, რომელიც დანაშაულებრივი გზით დაუფლებულ მობილურ ტელეფონთან მიმართებაში ბლოკირების მექანიზმს გააჩენს.
ანრი ოხანაშვილის განცხადებით, კანონპროექტით, ასევე გაიწერება სისხლის სამართლის პროცესის დამთავრებამდე მესაკუთრისთვის მობილური ტელეფონის დაბრუნების ისეთი მექანიზმი, რომელიც გამოძიებას საფრთხეს არ შეუქმნის.
ბლოკირების პროცესი შემდეგნაირად წარიმართება – გამომძიებელი უფლებამოსილი იქნება კომპანიას წარუდგინოს მოთხოვნა დანაშაულის შედეგად დაკარგული მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის აქტივაციის დაფიქსირების ფაქტის დაუყოვნებლივ შეტყობინების შესახებ. კანონპროექტით, აგრეთვე რეგულირდება კომპიუტერული სისტემიდან ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახი საშუალებიდან დოკუმენტის ან ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ განჩინებასთან და მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის მოძიების ერთიან სისტემასთან დაკავშირებული საკითხები.
კომენტარები