გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს მოუწოდა, რომ დაასრულოს რუსეთის უკრაინაში შეჭრა და უაზრო მკვლელობები. ამის შესახებ შოლცმა ბერლინში, ინდოეთის პრემიერმინისტრთან, ნარენდრა მოდისთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“მნიშვნელოვანია, ერთად მივაღწიოთ უკეთეს მომავალს, არა ერთმანეთის წინააღმდეგ ომების წარმოებით, არამედ ეკონომიკური და ერთობლივი განვითარების შესაძლებლობით”. – თქვა შოლცმა.
აგრეთვე, გერმანიის კანცლერმა რუსეთის პრეზიდენტს მოუწოდა, რომ საკუთარი ჯარი უკრაინიდან გაიყვანოს და აღნიშნა, რომ საზღვრები ძალადობის გამოყენებით არ უნდა შეიცვალოს.
კომენტარები