რუსეთის ქალაქ პერმში, რომელიც ურალის მთების მახლობლად მდებარეობს, დენთის ქარხანაში აფეთქება მოხდა. აფეთქების მიზეზად ქარხანაში რუსულ მედიაში ქარხანაში გაჩენილ ხანძარს ასახელებენ.
ინტერფაქსის ინფორმაციით, 1 მაისს, ადგილობრივი დროით 20:00-ზე ქარხანაში პროდუქციას ცეცხლი გაუჩნდა. დაშავდა სამი თანამშრომელი, რომელთაგან ერთი შემთხვევის ადგილზე მოკვდა, ორი კი გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც კიდევ ერთი მათგანი მოკვდა.
რუსეთში ჯერჯერობით ცდილობენ ხანძრის გამომწვევი მიზეზის დადგენას.
უკრაინულ მედიაში წერენ, რომ ქარხნის ვებგვერდზე წერია, რომ აქ მზადდებოდა გრადისა და სმერჩის ტიპის ზალპური ცეცხლის სისტემებისა და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების რაკეტები, ასევე ჰაერი-ჰაერის ტიპის რაკეტების ძრავები.
ბოლო ხანებში, რუსეთის სხვადასხვა რეგიონებში სამხედრო და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებზე ხანძრების შემთხვევების რიცხვი გაიზარდა. აქამდე, ზოგიერთ ხანძარში ბრალი უკრაინის მხარესაც კი დასდეს.
კომენტარები