საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარის, დავით ნარმანიას ხელმძღვანელობით სემეკის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო სომხეთის მარეგულირებელი კომისიის 25-ე წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებაში. დავით ნარმანიამ სიტყვით მიმართა მონაწილეებს, მან ხაზი გაუსვა სემეკსა და სომხეთის მარეგულირებელ კომისიას შორის მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობის ეფექტურობას.
გარდა ამისა, სემეკის თავმჯდომარემ და წევრებმა სომხეთის მარეგულირებელი კომისიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე. სემეკის წარმომადგენლებმა სომეხ კოლეგებს გაუზიარეს გამოცდილება ელექტროენერგიის ბაზრის ლიბერალიზაციის განახლებადი ენერგიების რეგულირების, სატარიფო პოლიტიკის, ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების პროცედურების შესახებ. სხვადასხვა საკითხებზე პრეზენტაციები წარადგინეს სემეკის ელექტროენერგეტიკის, ეკონომიკური ანალიზისა და სატარიფო პოლიტიკის, რეგულირებისა და მეთოდოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტების ხელმძღვანელმა პირებმა.
მხარეებმა განიხილეს სემეკსა და სომხეთის მარეგულირებელ კომისიას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობის სამომავლო გეგმები.
კომენტარები