ჟურნალისტი, ლალი მოროშკინა, რუსეთ–უკრაინის ომზე და უკრაინის დაზვერვის მიერ, საქართველოს დადანაშაულებაზე, საერთაშორისო სანქციების დარღვევაში, “ალტ–ინფოსთან” საუბრობს და ამბობს:
“შეცდომა იყო ქართული დელეგაციის ვიზიტი უკრაინაში. შეცდომა იყო უკრაინასთან დილომატიური ურთიერთობის შენარჩუნება, როდესაც საქართველოდან გაქცეული პრეზიდენტი არა უბრალოდ შეიფარეს, არამედ მაღალი თანამდებობა მისცეს. მაშინ ჩვენი სახელმწიფო რომ ყოფილიყო მოწოდების სიმაღლეზე, დღეს ეს სალაპარაკო არ იქნებოდა. როდესაც შენგან გარბის პრეზიდენტი, სისხლის სამართლის დამნაშავე, რომელიც გაურბის სამართალს და შენ მას იღებ, წარმოუდგენელია ასეთ ქვეყანასთან გაგრძელება ურთიერთობის. უკრაინას ახლა მართავს ფაშისტების ჯგუფი. დადგება დრო, როცა თავად უკრაინელები გათავისუფლდებიან მისგან.
…უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის დაზვერვის სამსახურის განცხადება, ამის მერე უნდა გაწყდეს უკრაინასთან ყველა ურთიერთობა. თუ მაბრალებ ასეთ საშინელებას, რომ მე ომში მყოფ ქვეყანას ვღალატობ, ესე იგი არ ვყოფილვარ მე მისი მეგობარი.
საქართველოს სახელმწიფო ცდილობს გაგვიყვანოს ჩვენ იმ ფინიშურ ხაზზე, სადაც ვყალიბდებით სუვერენულ სახელმწიფოდ. არავის სჭირდება საქართველო გაბრწყინებული, ყველა ცდილობს დააკნინოს. როგორც არასდროს, სწორ კურსზე ვართ. ჩვენ უნდა ვიფიქროთ ეკონომიკაზე, ჩვენი შვილების და შვილიშვილების კეთილდღეობაზე, ჩვენ ქვეყანაზე. დავანებოთ თავი ენის მოჩლექით საუბარს, ნებისმიერ ქვეყანასთან, რომელიც შეურაცხყოფას გვაყენებს. დასავლეთს თავად აქვს რთულად საქმე, მე მგონია, ამ ზამთრის შემდეგ ევროკავშირი დაიშლება, შემიძლია ეს პროგნოზი გავაკეთო, ეს იქნება ბოლო ზამთარი ევროკავშირისთვის.
ცხადია ეს ძალიან კარგად იცოდა ბორის ჯონსონმა, რომელიც გამოვიდა პირველი ევროკავშირიდან – ბრიტანული სცენარით მიდის ბევრი რამე. საინტერესო პროცესები იქნება, კავკასიური ფრონტი რომ გავაძლიეროთ და ამერიკავკასიული ერთიანობა… უყურეთ როგორ უტევენ სომხეთში… არავის უნდა გაძლიერებული ამიერკავკასია. ახლა ეს უნდა იყოს მთავარი – ეს ერთობა, ქართველების, სომხების და აზერბაიჯანლების და საქართველო უნდა ყოფილიყო ეკონომიკური ჰაბი. ეკონომიკურ ჰაბად საქართველოს წარმოჩინება იმას ნიშნავს, რომ დღეს თუ არა ხვალ, დიდ მნიშვნელოვან ცვლილებებს მიაღწევს ქვეყანა.
ჩვენ ძალიან ღირსეულად გადავიტანეთ შიმშილის წლები, 90–იანები, ომის შემდგომი პერიოდი, ეს ყველაფერი ახლა აქვს გასავლელი ევროპას, როცა მას მიაწყდება მილიონიანი ნაკადები უკრაინიდან, შეუწყდება გაზმომარაგება – ეს ყველაფერი ახლა ელოდება ევროპას და ვფიქრობ, ეს იქნება ევროკავშირის დასასრული. სამწუხაროდ ვამბობ ამას, ჩემთვის ევროპა ყოველთვის იყო სავანე დემოკრატიის, ბედნიერების, ამას ვამბობ გულისწყრომით…”
კომენტარები