რუსი დამპყრობლების ტყვეობიდან გათავისუფლებული უკრაინელი მესაზღვრე, რომან გრიბოვი, რომელმაც ზმეინის კუნძულიდან რუსული გემი ნა ხ@ი-ზე გაუშვა ყვება:
“მათ არ იცოდნენ, ვინ თქვა ეს. და ეს კარგია, რადგან ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში კარგად არ მომექცეოდნენ და სახლში ვერ დავბრუნდებოდი, ტყვეების გაცვლის პროცესში მონაწილე კაცმა მითხრა: “იცი, რომ ლეგენდარული ფრაზის ავტორი ხარ?” თავიდან ვერ მივხვდი რაში იყო საქმე, სახლს რომ მივუახლოვდი მივხვდი. რა თქმა უნდა, ეს არც ისე კარგია, რადგან უხამსობაა, მაგრამ მე ზრდასრული ვარ და ამიტომ შემიძლია გამოვხატო საკუთარი აზრი ასე”
გრიბოვი და სხვა მესაზღვრეები დატყვევებიდან 1 თვის შემდეგ – 24 მარტს გაცვალეს, გაცვლის შესახებ მცველებმა ბოლო დრომდე არაფერი იცოდნენ, ზოგი ფიქრობდა, რომ დასახვრეტად მიჰყავდათ. გრიბოვის თქმით, დამპყრობლები მათ არწმუნებდნენ, რომ კიევი რუსეთს აღებული ჰქონდა. ისინი მიმართავდნენ როგორც ფსიქოლოგიურ, ასევე ფიზიკურ წამებას და არ აინტერესებდათ ვინ იდგა მათ წინ, სამხედრო, ქალი, თუ სასულიერო პირი.
კომენტარები