ფოტო – მთავარი
დღეს ზუგდიდში, ცენტრალური ბაზრის მოვაჭრეებმა აქცია გამართეს. ისინი აცხადებენ, რომ გარევაჭრობის გამო ბაზრის შიგნით მოვაჭრეები პროდუქციის გაყიდვას ვეღარ ახერხებენ, რის გამოც მათ ადმინისტრაციისთვის ადგილისთვის გადასახდელი თანხის შეგროვებაც არ შეუძლიათ.
მოვაჭრეები მერიას გარემოვაჭრეებისგან “ატკატების” აღებაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ პრობლემა სწორედ ამის გამო ვერ გვარდება.
მოვაჭრეებმა გზა სამჯერ გადაკეტეს, ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც. მათ ზუგდიდის მერი, მამუკა წოწერია შეხვდა. მოვაჭრეებმა მას პრობლემის მოსაგვარებლად ერთკვირიანი ვადა მისცეს.
წყარო – მთავარი
კომენტარები