საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების მკვლევარი, რუსლან შავაძე:
“გაერთიანებული სამეფოს პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა სიტყვით მიმართა უმაღლეს რადას და გამოაცხადა ახალი შეარაღების პაკეტის უკრაინისათვის მიწოდებაზე, რომელიც იქნება 3 მილიარდი ფუნტის ღირებულების (ნაცვლად 300 მილიონისა), გარდა საარტილერიო სიატემებისა მათ შორის იქნება ასევე კონტრბატერეული რადარები, რომელიც სასიცოცხლოდ ესაჭიროება უკრაინას ამ ეტაპისათვის…
ამერიკის შემდგომ უკრაინისათვის შეარაღებითა და ფინანსური დახმარების მოცულობით სწორედ დიდი ბრიტანეთი მოდის,
ვიცით, რომ უკრაინა გაიმარჯვებს! – ბორის ჯონსონის გამოსვლის მთავარი გზავნილები:
ბრიტანეთი დააჩქარებს დახმარებას უკრაინისათვის, მათი თქმით ისინი მუშაობენ 10-ზე მეტ ქვეყანასთან, რომლებიც უკრაინას იარაღს აწვდიან…
უახლოეს კვირებში უკრაინას გადასცემენ ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემებს და ჯავშანმანქანებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ხალხის ევაკუაციისთვის.
პირველ ეტაპზე შემუშავდა ახალი 300 მილიონიანი შეარაღების პაკეტი, შეარაღების მთლიანი პაკეტი მოიცავს 3 მილიარდ ფუნტს, რომელიც ეტაპობრივად გადაეცემა უკრაინას…
დღეს ასევე NATO-ს აღმოსავლეთ სარდლობის განცხადებით რუმინეთში ჩამოყალიბდება ახალი სამხედრო დაჯგუფება, რომელიც რუსების მოლდოვაში შესაძლო შეჭრის საპასუხოდ იქმნება, დამატებითი სამხედრო ტექნიკისა და სამხედრო კონტიგენტის გადასროლა უკვე დაიწყო რუმინეთში, მოლდოვაზე ოკუპანტების შეტევის შესაძლებლობა დღითი-დღე იკლებს იმის ფონზე, როდესაც ოდესის ოლქთან ახლოს მდებარე კუნძულ ზმეინზე, სადაც რუსები აკეთებდნენ პლაცდარმს ოდესაზე შესატევად გუშინ უპილოტო საფრენმა Bauraktar-ებმა აღმოაჩინეს და სამხედრო ბაზის დიდი ნაწილი გაანადგურეს ორ რუსულ სწრაფმავალ კატარღასთან ერთად…
უკრიანის მხარდაჭერა ცივილიზებული სამყაროს მიერ შეუქცევად პროცესად ყალიბდება, რომელიც ბუნებრივია ერთ რამეზე მეტყველებს მსოფლიომ დაიჯერა რუსეთის დამარცხების შესაძლებლობა და იმპერიის ნგრევა, შესაბამისად გაითავისა უკრაინის გამარჯვების აუცილებლობა და საჭიროება.
უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს ეს პროცესი შესაძლოა დროში გაიწელოს თუმცა ეს პროცესები რუსული იმპერიის ნგრევით დასრულდება.
დიდება გმირებს! “
კომენტარები