CNN–ი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ 9 მაისს ვლადიმირ პუტინმა შესაძლოა ომი უკრაინასთან ოფიციალურად გამოაცხადოს
ეს ნაბიჯი რუსეთს სრული სამხედრო რეზერვის გამოყენების საშუალებას მისცემს, მას შეეძლება საყოველთაო მობილიზების გამოცხადება.
აქამდე, იყო მოსაზრება, რომ პუტინი ა9 მაისის სიმბოლურ მნიშვნელობას, უკრაინაში მიღწეული ე.წ. წარმატების აღსანიშნად გამოიყენებდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც გამოჩნდა, რომ რუსეტს, ფიზიკურად არაფერი დარჩა აღსანიშნავი, გავრცელდა ვერსია, რომ პუტინი 9 მაისს, უკრაინასთან ომს ოფიციალურად გამოაცხადებს.
უკრაინაში გამართულ ომს, რუსეთში ამ დრომდე ,,გადაუდებელი სამხედრო სპეც-ოპერაცია” ეწოდება. სიტყვების თქმა ,,ომი” და ,,დაპყრობა” კი რუსეთში დასჯადი გახდა.
კომენტარები