ისრაელის პოლიტიკური და სამხედრო ოფიციალური პირები, რუსეთის მზარდი სისასტიკის ფონზე, უკრაინისთვის სამხედრო და სამოქალაქო დახმარების გაზრდისკენ მეტად იხრებიან და ამ საკითხს მხარს უკვე ოფიციალურად უჭერენ.
ისრაელის მედია ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ საკითხს, უახლოეს დღეებში დამატებით განიხილავენ და უკრაინაში გასაგზავნი დახმარების პაკეტს დაამტკიცებენ.
ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ისრაელის დახმარება უფრო დეკლარირებული ხასიათი იქნება და არ მოიცავს მარაგების მნიშვნელოვან რაოდენობას, რაც მათივე განმარტებით, ნაწილობრივ აშშ-ს და ევროპის მიერ უკრაინისთვის უკვე გადაცემული ისეთი მძიმე შეიარაღებითაა განპირობებული, რომელიც ისრაელის შესაძლებლობებს აღემატება.
ისრაელი რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, უკრაინას ჰუმანიტარულ დახმარებას ხშირად უწევს. ქვეყანამ უკრაინას 100 ტონა ჰუმანიტარული მარაგი გადასცა, რაც მოიცავდა წყლის გამწმენდ სისტემებსა და სამედიცინო აღჭურვილობას. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ცოტა ხნის წინ, უკრაინის არმიისთვის დამცავი ჟილეტებისა და ჩაფხუტების გადაცემა დაამტკიცა.
კომენტარები