როგორც უკრაინული, ისე რუსული მხარე მარიუპოლში, აზოვსტალის ქარხანაში ბრძოლის შესახებ იტყობინება.
მარიუპოლიდან გავრცელებულ ვიდეოებში აზოვსტალის ქარხნის მიმდებარე ტერტიტორიაზე ჩანს კვამლის რამდენიმე სქელი სვეტი და ისმის აფეთქებების ხმა.
უკრაინის ეროვნული გვარდიის მეთაურმა, დენის შლეგამ განაცხადა, რომ მთელი ღამის განმავლობაში აზოვსტალის ქარხანაზე რუსეთი თავდასხმას ახორციელებდა არტილერიით საზღვაო არტილერიით და საჰაერო გზით. ერთ-ერთ ბუკნერში დაიღუპა ორი მოქალაქე, რომელიც აზოვსტალს თავს აფარებდა.
სვატოსლავ პალამარმა, რომელიც აზოვის ბატალიონის ხელმძღვანელის მოადგილეა, CNN-ს უთხრა, რომ აზოვსტალზე თავდასხმები გრძელდება.
რუსულმა სამთავრობო მედია რია ნოვოსტიმ განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ისარგებლეს ცეცხლის დროებითი შეწყვეტით და საცეცხლე წერტილები დაიკავეს. რია ნოვისტის ცნობით, რუსული ჯარები აგრძელებენ ამ საცეცხლე პოზიციებზე თავდასხმებს.
“ამჟამად რუსული ჯარები იწყებენ მათი პოზიციების განადგურებას არტილერიით და ავიაციით”. – თქვა რიასთან რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა, ვადიმ ასტაფიევმა.
კომენტარები