ყოფილი ძალოვანი მაღალჩინოსანი, ლევან ნიკოლეიშვილი, აქვეყნებს სქრინს და წერს:
“რას როშავს, რას ბჟუტურებს, რას ჩიფჩიფებს-იტყვიან ხოლმე ადამიანებზე, აი ადამიანებზე, რომლებიც ან სისულელეს ან როცა არ იციან რას ამბობენ ხოლმე, მაგრამ აგერ დეპუტატი, შსს-ს სისტემაში ნამუშევარი ახალგაზრდა, მედიასთან ამბობს ანუ განცხადებას აკეთებს, რომ „საქართველო რუსეთს ეხმარება სანქციების თავის არიდებაში, რაც იმას ნიშნავს რომ ეხმარება უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაში“-ო. მერე? ეს უკრაინის მხარდამჭერი, და რუსეთთან შეუპოვრად მებრძოლი რას აკეთებს? მიდის სავარაუდოდ სახლში, ჩაის ან ყავას მიირთმევს და იძინებს? დეპუტატი ასეთ რამეს დააბრეხვებ და მორჩა? თან ასეთ რამეს, ისე დამაჯერებლად იძახის, მერე რას აკეთებს? თუ ჩვეულებრივად, ნაცების ნარატივზე დაჯდა გახარიას პარტია, და რაც ადრე ხატია დეკანოიძემ „ბრძანა“, მოგვიანებით მაგრამ შეასრულეს, ბრავო! ისე უცხოეთში, ჩვენს სტრატეგიულად პარტნიორ ქვეყნებში, ასეთ განცხადების გამო, პარლამენტის წევრს შესაბამის სამსახურები ან მტკიცებულებს მოითხოვდნენ ან მანდატის დაატოვებინებდნენ-მიზეზი კი სახელმწიფოს წინააღმდეგ მავნებლობა იქნებოდა.”
კომენტარები