სპორტული ჟურნალისტი, ბექა ქავთარაძე:
“ამასობაში მაგარი ამბავი მოხდა ეროვნულ ჩემპიონატში.
თბილისის დინამო ეთამაშებოდა ბათუმის დინამოს – დერბი.
ხოდა ხვიჩა კვარაცხელიას ხათრით რომელიც ბათუმში თამაშობს, დინამო არენაზე ძალიან ბევრი ხალხი მივიდა, ამდენი ადამიანი დინამოს თამაშზე არასდროს მინახავს.
ხოდა ყველა ამ თამაშის და ხვიჩას სანახავად იყო მისული. (აქამდე დინამოს მატჩების საყურებლად მხოლოდ ძალიან მცირერიცხოვანი ფან-კლუბი დადიოდა)
მოკლედ რომ გითხართ რაღაც მასშტაბური სიგიჟე მოხდა, ათი ათასობით ადამიანი მივიდა თამაშის სანახავად – ხოდა …. ხოდა თამაში 0-0 მორჩა
ცხოვრებაში პირველად, დინამოს თამაშზე 20 000 კაცზე მეტი მივიდა და გოლი ვერ ნახა მაყურებელმა…
კი მივა ეგ ხალხი მეორედაც მანდ….
აბა რა“
კომენტარები