რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, ისრაელის “დაქირავებული მებრძოლები” უკრაინის ულტრამემარჯვენე აზოვის პოლკთან ერთად იბრძვიან, რამაც რუსეთსა და ისრაელს შორის დაძაბულობა კიდევ უფრო დაძაბა. ინფორმაციას ამაზე The Times of Israel-ი ავრცელებს.
“ისრაელის დაქირავებული მებრძოლები აზოვის ბოევიკების მხარდამხარ იბრძვიან”. – თქვა მარია ზახაროვამ რადიო Sputnik-თან ინტერვიუს დროს.
აზოვი ცნობილი 2014 წელს გახდა, როდესაც ულტრამემარჯვენე აქტივისტებმა პრორუსი სეპარატისტების წინააღმდეგ დაიწყეს ბრძოლა.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, რუსეთსა და ისრაელს შორის ურთიერთობა დაიძაბა მას შემდეგ, რაც სერგეი ლავროვმა უკრაინის “დენაციფიკაციის” მცდელობა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ებრაული წარმომავლობით “გაამართლა”.
ამ ფაქტს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, იაირ ლაფიდი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ლავროვის კომენტარი უპატიებელია და ისრაელი მისგან ბოდიშს ელის.
ასევე, ამ სიტყვების განმარტებისთვის ისრაელმა რუსეთის ელჩი გამოიძახა.
“ეს არის უპატიებელი და მიუღებელი კომენტარი, საშინელი ისტორიული შეცდომა და ჩვენ ბოდიშს ველით… ებრაელები ჰოლოკოსტში საკუთარ თავებს არ ხოცავდნენ. ებრაელების წინააღმდეგ რასიზმის ყველაზე მდაბიო ფორმა არის თავად ებრაელების ანტისემიტიზმში დადანაშაულება”. – თქვა იაირ ლაფიდმა სერგეი ლავროვის სიტყვებზე.
კომენტარები