„რუსთავი 2-“ის ეთერში ახალი რეალითი შოუ – „პრაიმჰაუსი“ ერთი დღეა რაც დაიწყო.
შოუს პრინციპი ასეთია : ჟიურის მიერ სპეციალურად შერჩეულ 14 მონაწილეს ერთ საცხოვრებელ სივრცეში ცხოვრება სამი თვის განმავლობაში მოუწევთ.
კვირაში ერთხელ რეალითი შოუს თითო მონაწილე დატოვებს. გადაცემა კი, ყოველდღე 23:00 საათზე გავა. შოუს მონაწილეები ცნოპბილი სახეები არიან, მათ შორისაა მომღერალი გიორგი ნაზღაიძე და კესარია აბრამიძე.
გავრცელდა პრომო–ვიდეო, სადაც ჩანს, რომ დღევანდელი ეთერიც საკმაოდ ხმაურიანი იქნება.
„მოდი, ჩემო პატარა. დროზე ოთახში“ – ეუბნება გიორგი ნაზღაიძეს კესო.
კომენტარები