თბილისის მერი, კახა კალაძე უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველზე, მიხაილო პოდოლიაკზე ამბობს –
“ჩვენ არაერთი სამარცხვინო განცხადება მოგვისმენია და ჩემი თხოვნა იქნება, ძალიან მარტივად, ჩაეძიოთ და მოიძიოთ, ვინ არის პოდოლიაკი. ძალიან ბევრ საინტერესო ინფორმაციას მიიღებთ. მე უკრაინასთან ძალიან მჭიდრო კავშირები მაქვს. წლების განმავლობაში ვცხოვრობდი, იქ ვთამაშობდი და ასეთი არსებები, როგორიც პოდოლიაკია, არიან სამარცხვინო. ჩემი თხოვნა იქნება, ნახეთ, ვინ არის, რა ცხოვრებით ცხოვრობდა და რას წარმოადგენდა ვინმე პოდოლიაკი.
ცნობისთვის, პოდოლიაკმა გუშინ, 3 მაისს ივანიშვილზე თქვა – “ამოუცნობია, როგორ შეიძლება ქართველებს ივანიშვილისნაირი ოლიგარქი ჰყავდეთ”.
კომენტარები