რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელის პირველი მოადგილის ვლადიმერ ჯაბაროვის თქმით – „საბოლოოდ ყველაფერი იქამდე მივა, რომ ევროპის ქვეყნები რუსულ ნავთობს მესამე ქვეყნების მეშვეობით და უფრო მაღალ ფასად შეიძენენ.“
„მეჩვენება, რომ ცოტათი გაგიჟდნენ. ამბობენ, რომ ჩვენგან ნავთობს არ იყიდიან, კარგით, ნუ იყიდით. მას მაინც იყიდით, მხოლოდ მესამე ქვეყნების გავლით. ჩვენი ნავთობი იგივე იქნება, მხოლოდ უფრო ძვირი“, – აცხადებს რუსი სენატორი.
მისი თქმით, იმისთვის რომ რუსეთმა თავი ცუდად იგრძნოს, ევროკავშირის ქვეყნები მზად არიან გაწირონ საკუთარი ინტერესები.
„თუ რუსეთის გასაღიზიანებლად ევროკავშირი მზად არის გაიღოს ასეთი ხარჯები, „დროშა მათ ხელშია“. ევროკავშირის პოლიტიკა უაზროა, ევროპელი ჩინოვნიკების გადაწყვეტილებები კი გაუაზრებელი“, – დასძენს ვლადიმერ ჯაბაროვი.
კომენტარები