ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის ფედერაციამ ორი ევრობონდის გადასახადი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებში, დოლარში სრულად დაფარა. ორმა კრედიტორმა, რომლებიც რუსეთის ობლიგაციებს ფლობდნენ, დაადასტურა, რომ გადახდილი ვალი მათ ანგარიშებზე უკვე აისახა.
სახელმწიფოები ფულს ინვესტორებისგან მათთვის ფინანსური უსაფრთხოების მიყიდვით სესხულობენ. ეს უსაფრთხოება ბონდების სახელით არის ცნობილი. ევრობონდის შემთხვევაში, 17 წევრი კოლექტიურ გარანტიას უზრუნველყოფს.
აშშ-ს მაღალჩინოსნის თქმით, სახელმწიფო ვალის ნაწილის დაფარვა მოსკოვმა შეერთებულ შტატებში გაყინული რეზერვების გამოყენების გარეშე შეძლო და დასძინა, რომ რუსეთის ფინანსური სახსრების ზუსტი წარმომავლობა გაურკვეველია.
გასულ კვირას რუსეთმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულა და $650 მილიონის ღირებულების ვალი საშეღავათო პერიოდის ვადის გასვლამდე, 4 მაისამდე გადაიხადა.
Morgan Stanley-ის მკვლევარის, საიმონ უევერის თქმით, სახელმწიფო ევრობონდებზე რუსეთმა $1.5 მილიარდი დოლარის ღირებულების ვალი უნდა დაფაროს. იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი კრედიტორებისთვის ვალის დოლარში გადახდას გადაწყვეტს, ეს ნიშნავს, რომ მას დეფოლტის თავიდან აცილება სურს. უევერი ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთს ვალის გადახდის რესურსი ენერგოექსპორტებისგან მიღებული შემოსავლებისგან აქვს.
კომენტარები